ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ბანერი დააზიანეს

23 ოქტ 2021

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შტაბის წევრებს  ოფისთან განთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბანერი დაზიანებული დახვდათ. შტაბის წევრები ამბობენ, რომ ეს ბანერის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის.

მათივე თქმით, მიუხედავად საჯარო მიმართვისა, მომხდარით შესაბამისი უწყება არ დაინტერესებულა.