"თავისუფლება მიშას" - ფეხით მსვლელობა სარფიდან

23 ოქტ 2021

თავისუფლება მიშას და მხარდაჭერა ოპოზიციის მერობის კანდიდატებს ბათუმსა და ხელვაჩაურში-ამ მოთხოვნით ბათუმის ბულვარში 5  საათზე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი.

სწორედ აღნიშნულ აქციას შეუერთდება საინიციატივო ჯგუფიც რომლებმაც სარფიდან ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის ხელმძღვანელთა განცხადებით, მარშის მიზანია მომხრეების მობილიზება და ხელისუფლების იძულება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.