ბათუმის დრამატული თეატრი სპექტაკლს საგასტროლო ფესტივალზე გამართავს

23 ოქტ 2021

"სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!" -  საგასტროლო ფესტივალზე მესხეთის თეატრში მონაწილეობას ბათუმის დრამატული თეატრიც მიიღებს. 

ეროვნული დრამატურგიის VI საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრი დადგმას საქვეყნოდ აღიარებული პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით გამართავს. სპექტაკლში 6 მოქმედი პირი მონაწილეობს  და  ოდესღაც ლაღი ინტელექტუალური ცხოვრებით მცხოვრები ოკულისტის პიროვნების დაშლაზე მოგვითხრობს.