შიმშილობის 23-ე დღე - მიხეილ სააკაშვილს გადასხმის გაკეთება დასჭირდა

23 ოქტ 2021

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა  მას სისხლის ანალიზი ჩაუტარდა, სადაც „ერთი პარამეტრი კარგი არ იყო“.-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა , ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

როგორც ყიფშიძე ამბობს, სააკაშვილის მკურნალობის საავადმყოფოში გაგრძელებაა საჭიროა, თუმცა დღეს არა, რადგან „კრიზისმა გადაიარა“.კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ასეთი კრიზისი გამეორდეს, ექიმი ამბობს, რომ  შესაძლებელია.