"შავი ლომი" დღეს რუსულ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება

23 ოქტ 2021

პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით მეორე შეხვედრას გამართავს.

ქართველი მორაგბეები რუსეთის ქალაქ პენზაში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდებიან. 

"შავმა ლომმა" პირველ ტურში თბილისში "თელავივ ჰითი" 33-10 დაამარცხა. "ლოკომოტივს" კი ორიდან ორი წაგება აქვს.

მატჩი დღეს 23 ოქტომბერს თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.