ზვიად ლაზიშვილი დღეს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს

22 ოქტ 2021

ქართველი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი UFC-ში დღეს სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

​LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი პირველ ბრძოლაში მექსიკელ ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება.

ზვიადს სადებიუტო  ბრძოლა ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გაემართა, თუმცა ქართველის ტრამვის გამო ჯეკ შოურისთან ბრძოლა ჩაიშალა.

​ლაზიშვილს კარიერაში  13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.
ზვიად ლაზიშვილმა ორ დღეში 9 კილოგრამი დაიკლო და რამდენიმე საათის წინ წონა ოფიციალურად ჩააბარა.

ზვიად ლაზიშვილის და ჯონათან მარტინესის ბრძოლა დღეს 23 ოქტომბერს 21:00 საათზე დაიწყება.