კორონავირუსის გამო აჭარაში 5 სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა

22 ოქტ 2021

რეგიონში 5  სკოლაა  დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადასული, ხოლო სხვადასხვა სკოლიდან  109 კლასი.  

რაც შეეხება პედაგოგების ვაქცინაციას, რეგიონში აცრილია მასწავლებლების 80%-ზე მეტი. კოვიდრეგულაციების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სკოლებში გრძელდება მონიტორინგი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საჯარო და კერძო სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი ინვენტარით.