მეგობრობის ძალა - ხელვაჩაურის თოჯინების თეატრის პრემიერა

22 ოქტ 2021

 "მეგობრობის ძალა" - ხელვაჩაურის თოჯინების თეატრის სპექტაკლის პრემიერა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრში გაიმართა.

რეჟისორმა  თამაზ ბოლქვაძემ წარმოდგენა  ვახტანგ ახვლედიანის პიესის მიხედვით დადგა. 

სპექტაკლის პრემიერა კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა და მას სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.