პრემიერი სააკაშვილზე - არასერიოზულად მოიქცა და დაამთავრა არასერიოზულად

22 ოქტ 2021

მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეოს აფასებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.  ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ  ვიდეოში "ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი. იმაზე  კი, რაზეც სააკაშვილი  საუბრობს, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ბოდვაა.  

 ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გუშინ გაავრცელა სატვირთო ავტომობილში გადაღებული  ვიდეო, რომელიც ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილის ტელეფონში იყო და აქვთ შეკითხვები როგორ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი ეს კადრები მედიისთვის მაშინ, როცა ექსპერტიზაზე უდნა ყოფილიყო.