აჭარაში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

22 ოქტ 2021

22 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 143 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 966 საიდანაც: 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  აჭარაში - 501.  მძიმე პაციენტია 122, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 პირი. 

43 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 268 ადამიანი.