რიგგარეშე სხდომა 5 დეკემბერს გაიმართება

01 დეკ 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს. მნიშვნელოვანი სხდომის დღის წესრიგი ბიურომ უკვე განსაზღვრა. ზურაბ პატარაძეს  ''ქართული ოცნების'' 14 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს, არ არის გამორიცხული, მას მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაუჭირონ.