ხმაური 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულთა პროცესის პარალელურად

21 ოქტ 2021

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო  თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული 27 პირის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავენ.