სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს

21 ოქტ 2021

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან შენობის გარეთ შეკრებილ თავის მხარდამჭერებს მიესალმა.

აქციაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები შეიკრიბნენ. ცოტა ხნის წინ  გამოვიდნენ უფლებადამცველები რუსთავის ციხიდან, ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.