დათანხმდება თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას?

21 ოქტ 2021

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არა კერძო კლინიკაში, არამედ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში უმკურნალებენ. 

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ეშინია, იმის, რომ კერძო კლინიკაში გადაყვანით შესაძლოა სააკაშვილს ჰქონდეს ადამიანებთან კომუნიკაცია.

ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებითაც.