აჭარაში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

21 ოქტ 2021

აჭარაში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 88.

ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში მკურნალობს 495 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში 268, ონლაინ კლინიკებიდან იმართება 946.