დათანხმდება თუ არა სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას?

20 ოქტ 2021

საკვების მიღებაზე ისევ უარს ამბობს, მედიკამენტოზურ ჩარევაზე კი თანახმაა - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აგზავნის , რითიც სხვებს მოუწოდებს  შიმშილობის შეწყვეტისკენ და წერს, რომ მზადაა სიკვდილისთვისაც.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროში, კონსილიუმმა,  იმსჯელა.

პრევენციულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით  გადაწვეტილება მიიღეს , თუმცა მიხეილს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მისივე თანხმობა სჭირდება.