სამთავრობო პროგრამა – რა გეგმებით მოდის ზურაბ პატარაძე?

01 დეკ 2016

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები ეს იმ სამთავრობო პროგრამაზეა დამოკიდებული, რომელიც დღეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებს გააცნო. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და  კემპინგ-პარკი  მახინჯაურში, ალპური ბოტანიკური ბაღი მაღალმთიან აჭარაში, რვაფეხას რეკონსტრუქცია და  ესტაკადა ქალაქის შემოსასვლელში, ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით - ეს ნაწილია იმ პროექტებისა და გეგმებისა, რომლებიც ზურაბ პატარაძის სამთავრობო პროგრამაშია თავმოყრილი.