5 ევროპარლამენტარის წერილი

20 ოქტ 2021

ევროპარლამენტარები კიდევ ერთ წერილს აქვეყნებენ, რომელშიც  ვკითხულობთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ მის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განიხილავს. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები — ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი, სანდრა კალნიტე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის დაკავება მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შესაძლოა უარესდებოდეს.

მათივე თქმით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა აჩენს კითხვებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ საუბრობს მისთვის მუხლების დამატებაზე.