აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

20 ოქტ 2021

20 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 512. მძიმე პაციენტია 110, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 პირი. 

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 - თბილისში, 263 - აჭარაში.

40 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 777 ადამიანი.