ხვალ, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან

19 ოქტ 2021

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, ხვალ, ბათუმში მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.

გათამაშების ლიდერი ბათუმის "დინამო", საკუთარ მოედანზე, მეორე ადგილოსან თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ზე გულშემატკივართა დასწრება შესაძლებელი გახდა. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge- ზე გაიყიდება. გულშემატკივრებს მისი შეძენა დღეს 16:00 საათიდან შეეძლებათ. 

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

29 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 63 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო დედაქალაქები 56 ქულით მეორე პოზიციაზე იკავებენ.