პრემიერი ბათუმში ''ქართული ოცნების'' აქტივს ხვდება

19 ოქტ 2021

მმართველმა გუნდმა მეორე ტურისთვის მზადება აქტიურად დაიწყო.

„ქართული ოცნების“ წევრები იმ მუნიციპალიტეტებში მართავენ შეხვედრებს, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ბათუმში იმყოფებიან, ისინი მერობის კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.