კოლინ პაუელი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

18 ოქტ 2021

84 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი  კოლინ პაუელი გარდაიცვალა. მიზეზად კორონავირუსით გამოწვეული გართულება სახელდება. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი  სრულად ვაქცინირებული იყო.  კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.