სააკაშვილს პირადი ექიმი მოინახულებს

18 ოქტ 2021

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს ელოდებიან. ნიკოლოზ ყიფშიძიემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს.  დღეს სააკაშვილს კიდევ ერთხელ შეხვდნენ უფლებადამცველები და თანაპარტიელები. ადვოკატების თქმით, შიმშილობის მე-18 დღეს სააკაშვილი სუსტად გამოიყურება,თუმცა ბრძოლისუნარიანია.