“თავისუფლება მიშას” - აქციაზე 2 პირი დააკავეს

18 ოქტ 2021

აქციის ორი მონაწილის დაკავებით დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციასთან  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

,,თავისუფლება მიშას“    - მათ  ამ შინაარსის სტენსილის გაკეთება უნდოდათ,  წინააღმდეგობა პოლიციამ გაუწია, რის გამოც საბოლოოდ დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს უკვე შეხვდნენ ადვოკატები და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გააკეთეს.