აჭარაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია

18 ოქტ 2021

აჭარაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი დარბაზი ფაქტობრივად ცარიელია.

კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ტენდენცია კლებისკენ მიდის.

გია კიკაბიძის ინფორმაციით, აგვისტოში მაღალი მიმართვიანობა იყო და თვეში 20 000-მდე მოქალაქე აიცრა, შედარებით ნაკლები 13 000  სექტემბრში, ოქტომბრის მონაცემებით კი ვაქცინა 2 700 მოქალაქემ გაიკეთა. 

''რისი ბრალია ვერ გეტყვით. ანტივაქსერები არ მოდიან და არ იცრებიან, მაგრამ საკმაო რაოდენობით ადამიანი აიცრა. აჭარაში პროცენტულად ყველაზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული'' - ამბობს გია კიკაბიძე. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ აცრილია 219 272 ადამიანი, მათ შორის II დოზა - 101 164.

აჭარაში 9 ადამიანმა უკვე გაიკეთა ე.წ. ბუსტერ დოზა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 33.3 %, ხოლო ორი დოზით 28.5 %.