ენმ: ჩიქოვანმა კანდიდატურა უნდა მოხსნას

18 ოქტ 2021

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მეორე ტურში კანდიდატურა უნდა მოხსნას - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ არჩილ ჩიქოვანის მიმართ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლებიც პროკურატურამ თაროზე შემოდო და ოპოზიციის მიმართვის მიუხედავად არ ასაჯაროვებს.