ქართველმა მოციგურავეებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს

18 ოქტ 2021

ფიგურული ციგურაობის ქართულმა სპორტულმა წყვილმა 20 წლის მარია კაზაკოვასა და 22  წლის გიორგი რევიას შემადგენლობით მორიგ წარმატებას მიაღწია.

იტალიურ მენტანაში გამართულ ტურნირზე მეძალუნა კაპ 2021-ზე კაზაკოვა და რევია ახალი ოლიმპიური პროგრამით წარსდგნენ და საბოლოო ჯამში დიდი უპირატესობით მოიგეს. ქართველმა მოციგურავეებმა რითმულ ცეკვაში 74.98 ქულა მიიღეს და პირველები იყვნენ. ასევე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს თავისუფალ ცეკვაში – 111. 80 ქულა.

საერთო ჯამში, კაზაკოვამა და რევიამ 186.78 ქულა მოაგროვეს და დაახლოებით 15 ქულით აჯობეს მე-2 ადგილზე გასულ ავსტრალიელ სპორტსმენებს, ბრინჯაოს მედალი კი იტალიურმა წყვილმა დაისაკუთრა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენებმა გერმანიის ქალაქ ობერსდორფში გამართულ სალიცენზიო ტურნირზეც მე-3 ადგილი დაიკავეს და ზამთრის ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს.