აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

18 ოქტ 2021

აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 98.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 507 პაციენტი,  Covid სასტუმროებში -253 ონლაინ კლინიკაში -886.