ამოცანაზე ორიენტირებული საარტილერიო დასკვნითი წვრთნები ორფოლოს სასროლეთზე

17 ოქტ 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა.

დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა. საველე წვრთნებში 100-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.