ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად 1000 ქულიანი ტურნირის ფინალშია

17 ოქტ 2021

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მიმდინარე მასტერის ფინალშია.

ნიკოლოზმა კარიერაში პირველად შეძლო 1000 ქულიანი ტურნირის ფინალში გასვლა.

ნახევარფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3 დაამარცხა.

ინდიან უელსის ფინალში  29 წლის ბასილაშვილი ბრიტანეთის წარმოადგენს კამერონ ნორის შეხვდება.

26 წლის ნორი მსოფლიოს 26-ე ჩოგანია.

ფინალური შეხვედრა 18 ოქტომბერს თბილისის დროით ღამის 03:00 საათზეა ჩანიშნული.