"შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

16 ოქტ 2021

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" რაგბის ევროპის სუპერთასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში "შავმა ლომმა" ისრაელის "თელავივ ჰითი" 33-10 დაამარცხა.

23 ქულიანი სხვაობით მოგების შემდეგ ქართულმა ფრენჩაიზმა ბონუს ქულაც ჩაიწერა და 5 ქულა მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი "შავი ლომი" გასვლაზე "ლოკომოტივ პენზასთან" 23 ოქტომბერს გამართავს.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა.