საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

16 ოქტ 2021

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა  ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრება ონლაინრეჟიმში გაიმართა. მასში ოცდათერთმეტი ქვეყნის მსჯავრდებულთა ორმოცდასამი გუნდი მონაწილეობდა. 

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა და  პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.