საქართველოში კორონავირუსის 3270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

15 ოქტ 2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1298 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 093 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 592, „პისიარ“ ტესტით – 17 501.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,58%, ბოლო 14 დღის – 7,58%, ბოლო შვიდი დღის – 8,75%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 652 677 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 608 861 გამოჯანმრთელდა, 9 396 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 899 938 აცრა, დღიურად აცრილია 3 843.