შეხვედრა ჯანმოს გენერალურ დირექტორთან

14 ოქტ 2021

მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროება, კოვიდ - 19-ის  სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობა-ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე. ტედროს გებრეიელუსის განცხადებით,  არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინაცია გვიცავს მძიმე დაავადების განვითარებისა და ფატალური შედეგებისგან.