რუსთავიდან თბილისში აქციაზე მიმავალ სამარშრუტო ტაქსებს აქტივისტებმა ცოცხები დაუშინეს

14 ოქტ 2021

ხმაური იყო, ცოტა ხნის წინ, რუსთავში.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე, რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით სავსე სამარშრუტო ტაქსებს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცოცხები დაუშინეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.