რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია

14 ოქტ 2021

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია.  შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო მანქანები, მეხანძრეები და პოლიციელები.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ციხის სასადილოში გაჩნდა.

რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულება ემიჯნება მე-12 დაწესებულებას, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია რომ პატიმრებს საფრთხე არ ემუქრებათ.