დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტ 2021

დღეს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაულია. უძველესი ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში 30 წელია რაც აღადგინეს.

ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები. თუმცა ეს ტრადიცია პანდემიის გამო უკვე მეორე წელია ვერ სრულდება.