სახიფათო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ეკოლოგი

14 ოქტ 2021

გონიოს ნაგავსაყრის პოლიგონზე , დასახლებიდან 50 მეტრში სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება, ატმოსფეროს დაბინძურების ფონზე ხდება  -  ეკოლოგი კახა გუჩმანიძე აცხადებს რომ ინსპერატორი მოძველებულია და სახიფათო ნარჩენებს ფილტრების გარეშე ახდენენ, გუჩმანიძე რეაგირებისკენ შესაბამისად ორგანოებს მიმართავს .

სამედიცინო ბიოლოგიური ნარჩენების თერმულად გაუნვებელყოფის საწარმოში  განმარტავენ რომ ნარჩენების გადამუშავების დრო სამ საათში ერთხელ მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში შეინიშნება დაკვამლიანება , რასაც კორონა ვირუსის გამო ნარჩენების მატებას უკავშირებენ,  ასევე განმარტავენ რომ სისტემაც მოძველებულია და ვერ ასწრებს გადამუშავებას.

ცნობისთვის სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება ამ ტერიტორიაზე  12 წელია მიმდინარეობს , ინსინიატორის განახლება 2018 წელს მოხდა, საწარმოში დღეში 500 კილო ნარჩენს ამუშავებენ.

 შევიდა თუ არა შეტყობინება გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით  გარემოსდაცვაში  უცნობია.

საკითხთნ დაკავშირებით, ჩვენ კომენტარს სანდასუფთავების სამსახურიდან ველოდებით.