13 ოქტ 2021
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის კონტროლი იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს შესთავაზა.
გზავნილის ადრესატები არიან ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენიც და სწორედ ამ წუთებში იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელსა და სახალხო დამცველს ხვდება.