ჟენევის მოლაპარაკებები

13 ოქტ 2021

ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ თემებს განიხილავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა იქნება. ჟენევაში მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გუშინ გაიხსნა.