აჭარაში 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა 

13 ოქტ 2021

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. 

13 ოქტომბრის მონაცემებით დახურულია მხოლოდ ერთი, ხელვაჩაურის საჯარო სკოლა.  

სწავლების ონლაინ რეჟიმზეა გადასული:

• ბათუმი - 55;

• ქობულეთი -16;

• ხელვაჩაური - 1;

• ქედა - 2;

• შუახევი - 1 კლასი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს. კოვიდის გამო ​ორი კვირით დაიხურა 4 ბაღი. 

• ბათუმი -1; 

• ქობულეთი - 1;

• ქედა - 1;

• ხულო - 1.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 16 ჯგუფში არ მიმდინარეობს სწავლება. 

• ბათუმი - 10;

• ქობულეთი - 4;

• ქედა -1.

დღეს აჭარაში კორონავირუსი კიდევ 171 ადამიანს დაუდასტურდა.