საქართველოში რეინფიცირების 10 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე

12 ოქტ 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განაცხადებით, ბოლო მონაცემებით საქართველოში რეინფიცირების 10 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

„ბაზებზე ბოლო გადატარებით მეორადი ინფიცირების დაახლოებით ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული“, – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.