აჭარაში ონლაინ სწავლებაზე გადავიდა 46 კლასი - ერთი სკოლა კი დროებით დაიხურა 

12 ოქტ 2021

12 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარაში ერთი სკოლა და ორი ბაღი დროებით დაიხურა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ორი კვირით მუშაობა შეაჩერა ბათუმის 33-ე და ხულოში, სოფელ ღორჯომის საბავშვო ბაღმა. 

რეგიონის მასშტაბით, სხვადსხვა ბაღში სულ 13 ჯგუფია დახურული.

• ბათუმი - 7

• ქობულეთი - 5

• ქედა -2

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს. კოვიდის შემთხვევების გამო დახურულია ერთი სკოლა, ხოლო ​ონლაინ სწავლებაზეა გადასული 46 კლასი.

• ბათუმი - 28

• ქობულეთი -15 •

ქედა - 2 •

შუახევი - 1

12 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა.