12 ოქტ 2021
კორონავირუსის დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი შეწყდა ხულოში, ღორჯომის საბავშვო ბაღში. ვირუსი დაწესებულებაში დასაქმებულ მზარეულს დაუფიქსირდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სწავლა ორი კვირაში განახლდება.
ბაღში 22 აღსაზრდელია რეგისტრირებული.