პრემიერი: ყველაზე მეტად ვისაც უხარია სააკაშვილის დაჭერა, ნიკა მელიაა

11 ოქტ 2021

„ცირკი და შოუ, რაც არჩევნების მეორე ტურამდე ტემპერატურის აწევას ემსახურება“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ქვეყანაში უკანონოდ შემოიპარა და მისი დაკავებაც იყო ლოგიკური. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდება და „ქართული ოცნება“ უპირატესობით გაიმარჯვებს.