სამოქალაქო პანაშვიდი

11 ოქტ 2021

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.

პანაშვიდს გარდაცვლილთა ახლობლები, მოქალაქეები და  ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, ბათუმშია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, ხვალ გარდაცვლილებს ტაძრიდან გაასვენებენ. ეკლესიაში 4 ცხედარია დასვენებული.