ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა მესამე ადგილი დაიკავა

11 ოქტ 2021

ფიგურულ ციგურაობაში გრან პრიზე ქართულმა წყვილმა წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. ავსტრიის ქალაქ ლინცში იუნიორთა შორის გამართულ შეჯიბრებაში  კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა  8 ქვეყნის 13 სპორტულ წყვილს შორის ,  ორი პროგრამის შედეგით 179.27 ქულა მოაგროვა და სეზონში საუკეთესო პირადი შედეგი დააფიქსირა.  

კარინა  საფინა და ლუკა ბერულავა სლოვაკეთისა და ავსტრიის ეტაპებზე  მოპოვებული მე-2 და მე-3 ადგილებითა და საერთო რეიტინგული 347,54 ქულით წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდნენ და მსოფლიო რეიტინგული სიის  შუალედური ლიდერები გახდნენ.