ბათუმში დაღუპულებს გლოვობენ

10 ოქტ 2021

უბედური შემთხვევის ადგილის მიმდებარედ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, იქ სადაც მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.   სწორედ  ამიტომ  ე.წ მემორიალად რკინის კონსტრუქცია იქცა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადი არ წყდება , გარდაცვლილების პატივსაცემად მოქალაქეებს მიაქვთ ყვევილები, სათამაშოები, ანთებენ სანთლებს.

სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახს  წევრი იყო, ოჯახის წევრებს შორის იყო ორი მცირეწლოვანი.  დავლაძეები  დღეს სოფელ ჭარნალში დაკრძალეს.