10 ოქტ 2021
ჭარნალში დღეს დაკრძალავენ ტრაგედიის დროს დაღუპულ დავლაძეებს.
კორპუსის ნგრევისას ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა, მათ შორის ორი მოზარდი. ტრაგედიას გადაურჩა ბავშვების მამა და კიდევ ერთი პატარა, რომლებიც ნგრევისას სახლში არ იმყოფებოდნენ. დაღუპულები სოფელ ჭარნალში ნათესავის ოჯახში არიან დასვენებული.