სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

09 ოქტ 2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქორწილის კორტეჟის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.